ინგლისი

ინგლისში, ქალაქ სუინდონის ინდუსტრიულ რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა

ინგლისში, კერძოდ ქალაქ სუინდონში Groundwell-ის ინდუსტრიული რაიონის ერთ-ერთ საწყობში ძლიერი აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა

ამ მომენტში, ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო მანქანა. პოლიციამ კი ახლოს მდებარე შენობებიდან ადამიანების ევაკუაცია დაიწყო.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ჯერჯერობით აფეთქების მიზეზი უცნობია, თუმცა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. 

კომენტარები