ინგლისი

ლონდონში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 11 წლის გოგო და 34 წლის ქალი დანით დაჭრა

Photo:BBC

ლონდონში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 11 წლის გოგო და 34 წლის ქალი დანით დაჭრა.

შემთხვევა დღეს, 12 აგვისტოს ცენტრალურ ლონდონში მდებარე ლესტერის მოედანზე მოხდა. 

ლონდონის მეტროპოლისის პოლიციის განცხადებით, დაშავებული ქალი და ბავშვი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. დეტალები მათი მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. 

ცნობისთვის, 29 ივლისს ინგლისში, ქალაქ საუთპორტში 17 წლის თავდამსხმელი საცეკვაო სკოლაში ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა, 3 ბავშვი მოკლა და 10 დაჭრა

შემთხვევას გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. ქალაქებში, მათ შორის, ლონდონში, ჰარტპულში, მანჩესტერსა და ალდერშოტში პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობრივი ჯგუფები ისლამოფობიურ სლოგანებს სკანდირებდნენ, რადგან თავდაპირველად გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი გაერთიანებულ სამეფოში ახლახან ჩასული თავშესაფრის მაძიებელი, რელიგიით მუსლიმი, იყო. 

ამან, თავის მხრივ, ანტირასისტული საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დღემდე გრძელდება

კომენტარები