საქართველოს ეკონომიკა

Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია ერთი ადგილით გაუარესდა

ytimg.com

მსოფლიო ბანკის მიერ წარმოებულ Doing Business-ის რეიტინგში შესაძლო ასიდან საქართველომ 83,7 ქულა მიიღო და მეშვიდე ადგილს იკავებს. 

წინა წელს იგივე რეიტინგში საქართველო მეექვსე ადგილს იკავებდა. პოზიციის გაუარესების მიუხედავად, საქართველო კვლავაც შედის პირველ ათეულში. განსაკუთრებით, მაღალია საქართველოს შეფასება ბიზნესის დაწყების მიმართულებით. 

წინა წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება. არ გაუარესებულა პოზიციის გაუარესების მიზეზი აშშ-ის მიერ ქულებისა და შეფასების გაუმჯობესებაა. საქართველო რამდენიმე წლის წინ რეიტინგს მეოთხე ადგილს იკავებდა, რაც საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. 

რეიტინგის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ახალი ზელანდია — 86,8 ქულა;
  2. სინგაპური — 86,2 ქულა;
  3. ჰონგ-კონგი — 85,3 ქულა;
  4. დანია — 85,3 ქულა;
  5. სამხრეთ კორეა — 84 ქულა;
  6. აშშ — 84 ქულა;
  7. საქართველო — 83,7 ქულა;
  8. გაერთიანებული სამეფო — 83,5 ქულა;
  9. ნორვეგია — 82,6 ქულა;
  10. შვედეთი — 82 ქულა.

რეიტინგის ბოლო, 190-ე ადგილს სომალი იკავებს.

კომენტარები