გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

37 წლის კანდიდატი: უზენაესში მოსამართლედ 40 წლის ასაკიდან უნდა ინიშნებოდნენ

პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ლევან მიქაბერიძე ფიქრობს, რომ სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში დასანიშნი მოსამართლეების ასაკი 40 წლიდან უნდა იწყებოდეს. 

თავად მიქაბერიძე 1982 წელს არის დაბადებული, ანუ ის 37 წლისაა. 

ანრი ოხანაშვილის კითხვის პასუხად მიქაბერიძემ თქვა: 

"შესაძლებელია ვიფიქრო, უფრო პრაგმატული გადაწყვეტა იყოს საკითხის, მეტად გამოცდილი რომ იყოს, რომ, მაგალითად, პირობითად, 40 წლამდე". 

ლევან მიქაბერიძეს დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 7 საათის განმავლობაში უსმინეს. ის მე-12 კანდიდატია, რომელმაც პარლამენტის კითხვებს უპასუხა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატს უსმენენ, რომელთა სიაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. 

კომენტარები