ლენტეხი

ლენტეხში შადრევანი ნადირობის ქალღმერთის, დალის ქანდაკების გარეშე გაკეთდა

გიორგი ლიპარტელიანი

ლენტეხში შადრევანი ნადირობის ქალღმერთის, დალის ქანდაკების გარეშე გაკეთდა.

ქალაქში ქართული მითოლოგიის ქალღმერთის ქანდაკების დადგმა იგეგმებოდა, თუმცა იდეას საეკლესიო პირებისგან უკმაყოფილება მოჰყვა, მიზეზად - მონუმენტის კერპთან გაიგივება სახელდებოდა.

188 417-ლარიანი ტენდერი მაისში გამოცხადდა, რომელიც კომპანია შპს “დეკორაციების და ქანდაკებების სახლმა“ მოიგო და რენდერები წარადგინა.
ფოტო: kutaisipost

როგორც ტაბულას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა უთხრა, მოსახლეობასა და ეკლესიასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ შადრევნის დალის მონუმენტის გარეშე გახსნა უკეთესი იქნებოდა.

"მოხდა კორექტირება, მოსახლეობასთან კონსულტაცია გავიარეთ და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ასე უფრო ლამაზი იქნებოდა, დალის მონუმენტი რომ ყოფილიყო, იმ შემთხვევაში ფანტანი ვერ კეთდებოდა, როგორც ახლაა. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ და შევჯერდით მოსახლეობის გარკვეულ ნაწილთან, გავიარეთ კონსულტაცია და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ასე გაგვეკეთებინა. შევჯერდით ეკლესიის წარმომადგენლებთან, გავიზიარეთ მათი აზრიც და როგორც უკეთესი იქნებოდა, ისე უნდა გაგვეკეთებინა კორექტირება და ამ შემთხვევაში მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ასე უკეთესი გამოდიოდა",- თქვა ბადრი ლიპარტელიანმა.

კომენტარები