ნარკოდანაშაული

შსს: ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დავაკავეთ - ამოღებულია 4 შეკვრა ჰეროინი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ა.პ. ფონიჭალის დასახლებაში, გადამოწმების
მიზნით შეაჩერა. სამართალდამცველებმა მისგან 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები