მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" მორიგი 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" მორიგი 12 წევრის ვინაობა ცნობილია.

დღეს გამართულ ბრიფინზე "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის მორიგი 12 წევრის სახელი და გვარი დაასახელა, შემდეგ კი, მათ საკუთარი თავი თვითონ წარადგინეს.

  • კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი
  • ნატალია ბარათელი - ინჟინერი
  • ლევან ქოქიაშვილი - რესტორატორი
  • ვაჟა სამადბეგიშვილი - ინჟინერ-მექანიკოსი
  • ლაშა მარგიანი - პოეტი, მხატვარი, სამოქალაქო აქტივისტი
  • მარიამ თავაძე - ფილოლოგი, მთარგმნელი, შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ალექსანდრე რატიშვილი - ინჟინერ ეკონიმისტი, ბიზნესმენი
  • ლევან ლომთაძე - ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი
  • გიორგი ბიჭიაშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
  • გიორგი მჭედლიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
  • ირაკლი კუცია - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
  • მარიამ აფრასიძე - სამოქალაქო აქტივისტი, ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული

მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს დაასახელა, ხოლო 26 სექტემბერს, 3 და 11 ოქტომბერს საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12-12 წევრი წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართა.

კომენტარები