ავტოსაგზაო შემთხვევა

ვაზისუბანში მანქანა ჯერ ქვეითს დაეჯახა, შემდეგ სხვა მანქანებს, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა, შემდეგ კი - სამ მანქანას.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები