fight club

Fight Club 20 წლის არის - 7 ციტატა ფილმიდან და კადრები გადასაღები მოედნიდან

დევიდ ფინჩერის საკულტო ფილმს Fight Club 20 წელი შეუსრულდა. ფილმი ეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა. გთავაზობთ 7 დასამახსოვრებელ ციტატას ფილმიდან:

1) მხოლოდ მაშინ გავხდებით ბოლომდე თავისუფლები, როდესაც ყველაფერს დავკარგავთ

2) ხომ გახსოვს, როგორც ამბობენ... მარტო მათ სტკენ ვინც გიყვარსო, ხოდა ეგ პირიქითაც ხდება ხოლმე. 

3) შენ ახლა იმას ეკუთვნი, რაც ადრე შენ გეკუთვნოდა

4) არსებობს ისეთი დღეები, როდესაც მზეც კი მხოლოდ იმისთვის ამოდის, რომ შენ დაგამციროს

5) რაც უფრო დაბლა დაეცემი, მით უფრო მაღლა აფრინდები

6) იქნებ საკუთარი თავის გაუმჯობესება ყველაფრის პასუხი არ არის, იქნებ სწორედ საკუთარი თავის განადგურებაა პასუხი?!

7)  ვყიდულობთ იმას, რაც არ გვჭირდება, იმ ფულით, რომელიც არ გვაქვს, იმისთვის, რომ მათზე მოვახდინოთ შთაბეჭდილება, ვინც არ მოგვწონს

კომენტარები