fight club

"ძალიან ბევრი მხიარულება იყო" - ედვარდ ნორტონი FIGHT CLUB-ს იხსენებს

Fight Club

გასულ თვეს დევიდ ფინჩერის საკულტო ფილმის Fight Club-ის გამოსვლიდან 20 წელი გავიდა, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა ედვარდ ნორტონმა ფილმის გადაღებების პროცესი გაიხსენა.

"თავს 20 წლით დაბერებულად არ ვგრძნობ! ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი გუშინდელი დღესავით მახსოვს, მაგრამ 20 წლის გასვლის ფაქტი ძნელი მისაღებია, რადგან იმ დროს ვგრძნობდი რომ ზრდასრული ადამიანი ვიყავი. არადა, მე ბავშვივით ვიყავი", - თქვა ედვარდ ნორტონმა.

ფილმში ასევე მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს. ედვარდ ნორტონმა მასთან მუშაობის პროცესიც გაიხსენა.

"რაც შევნიშნე, ფილმის გადაღებების ყველა ამსახველ სურათში, ჩვენ ყოველთვის ვიცინით. მთელი გამოცდილება იყო გამოცდილება მხიარულებისა და კრეატიულობის. ბრედი სასაცილოა, ელენა ბონემ კარტერიც ძალიან სასაცილოა, ასევე დევიდ ფინჩერი და ენდი ვოქერი. ბევრი სასაცილო ადამიანი ვიღებდით "ბნელ" კომედიას, ძალიან ბევრი მხიარულება იყო", - თქვა მსახიობმა.

ედვარდ ნორტონმა ინტერვიუში იმედი და სურვილი გამოთქვა, რომ ბრედ პიტთან ერთად ფილმზე მუშაობა კვლავ მოუწევს.

კომენტარები