ხანძარი

შატილის ერთადერთი სკოლა დაიწვა

რეგინფო

​შატილში ერთადერთი სკოლა, რომელშიც 8 მოსწავლე სწავლობდა, დაიწვა. 

რეგინფოს სკოლის დირექტორმა უთხრა, რომ ცეცხლი სავარაუდოდ ელექტრო გაყვანილობიდან გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფი მიემართება.

კომენტარები