მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე ილია მეორეს შეხვდა

facebook.com/mamukakhazaradzeofficial/

მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ფოტო ფეისბუქზე თავად ხაზარაძემ გაავრცელა.

"შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესა და უნეტარესთან ილია მეორესთან. ვისაუბრეთ მოძრაობა "ლელოს" მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის.
პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა.
ერთად საქართველოსთვის!", - წერს ხაზარაძე.

კომენტარები