მოგზაურობა

გადაყვანილი მგზავრების მიხედვით საქართველოში Wizz Air ლიდერობს

WizzAir

2019 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air ლიდერობს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 15%-იან წილს ფლობს.

11%-იანი წილობრივი მაჩვენებლებით მეორე და მესამე ადგილზე Turkish Airlines- და Georgian Airways არიან.

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • ავიაკომპანია Wizz Air – 592 988 მგზავრი, 15%;
  • ავიაკომპანია Turkish Airlines – 443 932 მგზავრი, 11%;
  • ავიაკომპანია Georgian Airways – 435 208 მგზავრი, 11%;
  • ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი, 5%
  • ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი, 4%;
  • ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 168 672 მგზავრი, 4%;
  • ავიაკომპანია Fly Dubai – 166 259 მგზავრი, 4%;
  • ავიაკომპანია Pegasus – 135 494 მგზავრი, 3%;
  • ავიაკომპანია Air Arabia – 107 535 მგზავრი, 3%;
  • ავიაკომპანია SkyUp Airlines – 115 070 მგზავრი, 3%

ამასთან, ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის პროცენტული თანაფარდობა შემდეგია: 12%  ქართული ავიაკომპანიები (488 317 მგზავრი) და 88% უცხოური ავიაკომპანიები (3 569 002 მგზავრი).


ფოტო: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
სააგენტოს ინფორმაციითვე, რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად 2019 წლის ცხრა თვეში გადაყვანილია 4 057 319 მგზავრი. ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით, საქართველოს აეროპორტები სულ 4 139 955 მგზავრს მოემსახურა.

კომენტარები