საქართველოს პარლამენტი

გოცირიძე მთავრობას: მოჭერის ნაცლად ქამრები ისე მოუშვით, რომ უზარმაზარი ღიპი გადმოგივარდათ

კვირიკაშვილის დროს ასეთი ლოზუნგი იყო - "შემოვიჭიროთ ქამრები". ამ ლოზუნგის შინაარსი იყო ლარის გაუფასურების შეჩერება. არაფერი მსგავსი არ გაკეთებულა, დაგავიწყდათ კიდეც ეს სიტყვა "ქამრების შემოჭერა".

ახლა ისე მაგრად მოუშვით ქამრები, რომ ძალიან დიდი ღიპი გადმოგივარდათ. ესაა სწორედ ქამრების მოშვების ბიუჯეტი.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის მიმართვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

კომენტარები