პრემია

2019 წლის ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტები ცნობილია

2019 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტები ცნობილია. „საბას“ დაჯილდოება ნოემბრის ბოლოს გაიმართება. ნახეთ ფინალისტების სია. 

საუკეთესო რომანი:

1. აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2. ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი")

3. ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

საუკეთესო პროზაული კრებული:

1.ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

2.ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

3.ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება - ადამიანიები და სხვები“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)

4.გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

საუკეთესო პოეტური კრებული:

1.ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

2.ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)

3.ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“ (გამომცემლობა „მერიდიანი“)

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

1.ირაკლი მახარაძე, „კანვოი - რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2.ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“)

3.დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

4.სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“ (წიგნები ბათუმში)

5.ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის პალატა)

6.სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ (გაზეთი „ბათუმელები“)

საუკეთესო ლიტერუტურული დებიუტი:

1.ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2.ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

3.თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

4.დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

5.ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

საუკეთესო პიესა:

1.მიხო მოსულიშვილი, „ობობა“ (saba.com.ge)

2.ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

3.ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (წიგნები ბათუმში)

ლიტერატურული პრემია „საბა“ წელს მეჩვიდმეტედ ტარდება. ჟიურიმ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა და 6 კატეგორიის ნომინანტები დაასახელა. ფინალისტები კატეგორიაში „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი“ 2 კვირის შემდეგ დასახელდება. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ამ კატეგორიაში ჟიურიმ ფინალისტები ვერ გამოავლინა. 

კომენტარები