პრემია

ირმა ინაშვილი და ნანა ლეჟავა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ

გუშინ, 2 ნოემბერს, კულტურის საერთაშორისო ცენტრ მუზაში, ჟურნალისტები ირმა ინაშვილი და ნანა ლეჟავა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიით და ბრინჯაოს მედალიონებით დააჯილდოვეს. 
„საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდიუმი, მაღალი კულტურითა და ჟურნალისტური ეთიკით გამორჩეულ საქართველოს კეთილდღეობაზე მოფიქრალ, უსამართლობასთან, მანკიერებასთან და ბოროტებასთან შეურიგებელ, მებრძოლ ჟურნალისტებს - ირმა ინაშვილსა და ნანა ლეჟავას ანიჭებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიას და აჯილდოებს ბრინჯაოს მედალიონებით“, – განაცხადა ფონდის თავმჯდომარემ მერაბ ბერძენიშვილმა ჟურნალისტების დაჯილდოებისას.

კომენტარები