პრემია

პრემია "საბას" გამარჯვებულები ცნობილია

for.ge

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბას" 2014 წლის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი 

პოეტურ ნაწილში - ლია ლიქოკელი, დევის ცოლის სიცილი (გამომცემლობა საუნჯე)
პროზაული ნაწილი - Toresa Mossy, სიბრძნე სიცრუისა (პალიტრა L);

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა 
თამაზ კვაჭანტირაძე, განსჯანი (ილიელი);

საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა 
გოგი გვახარია, ცრემლიანი სათვალე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

საუკეთესო თარგმანი 
გიორგი გოკიელი - ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

საუკეთესო პიესა 
დავით გაბუნია, პიესები (დიოგენე);

საუკეთესო პროზაული კრებული 
არჩილ ქიქოძე, ჩიტის და კაცის ამბავი (სიესტა);

საუკეთესო პოეტური კრებული 
ეკა ქევანიშვილი, სახლის გაყიდვა (საუნჯე);

საუკეთესო რომანი 
ზვიად კვარაცხელია, ფორმა N100 (ინტელექტი);

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი 
დონალდ რეიფილდი, ოთარ ჭილაძის "აველუმი" (ინგლისური თარგმანი);

პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
დავით წერედიანი;

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა“ 2003 წელს დაფუძნდა თიბისი ბანკის, პენ-ცენტრისა და ტელეკომპანია "რუსთავი-2-ის” მიერ. პრემია გასული ერთი წლის ლიტერატურულ პროცესებს აფასებს და წლის საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ავლენს. 

კომენტარები