უგანდა

უგანდაში, შესაძლოა, ჰომოსექსუალობა სიკვდილით დასჯადი გახდეს

"ჰომოსექსუალობა არის წყევლა" - აქცია უგანდაში
Benedicte Desrus

უგანდის მთავრობა პარლამენტს კანონოპროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობა სიკვდილით დასჯადია უნდა გახდეს. ამის შესახებ უგანდის მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები საუბრობენ.

უგანდის ეთიკის მინისტრის, სიმონ ლოკოდოს თქმით, ახლანდელი სასჯელი, რომელიც ჰომოსექსუალური სექსუალური აქტის მონაწილეების სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, საკმარისად მკაცრი არ არის.

"მე მხარს ვუჭერ კანონპროექტს. ჩვენ ვერ დავუშვებთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას უგანდაში. ეს პრინციპის საკითხია. ჰომოსექსუალობა უგანდელებისთვის არ არის ბუნებრივი", - თქვა სიმონ ლოკოდომ.

ასეთივე კანონპროექტი, უგანდის მთავრობამ პარლამენტში განსახილველად 2014 წელსაც წარადგინა, თუმცა მაშინ საჭირო ხმები ვერ მოიპოვა.

პარლამენტის წევრის, ჯეიმს ნსაბა ბუტუროს თქმით, მათ ცოტა ხანი ჭირდებათ ამ კანონპროექტზე სამუშაოდ.

"მოგვეცით ცოტა დრო. ჩვენ გვჭირდება კანონი, რომელიც დაიცავს ჩვენს ღირებულებებს", - თქვა მან.

ჰომოსექსუალობა აფრიკის ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არალეგალურია.

კომენტარები