ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ბათუმში 1973 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე, მ.ი. დააკავეს. 

შსს-ს თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას 32 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები