ევროპული საქართველო

უგულავა: ჩვენ პოლიტიკური სიმწიფის ტესტი II ტურის წინ ჩავაბარეთ, ენმ-ს ჩასაბარებელი აქვს

ყველა შემფითილებლის, წამხალისებლის გასაგობად მინდა, ვთქვა, რომ თუ ოპოზიციაში ყოფნისას ვერ მოვახერხეთ ცივილური დებატები თუნდაც მწვავე განსხვავებულ საკითხებზე, უკიდურესი სიბეცე იქნებოდა გვეფიქრა, რომ მერე ჩვენს კოალიციურ ურთიერთობას ირწმუნებს ვინმე. მარტივად, თუ დღეს არ ვარგიხარ, არც ხვალ ივარგებ, ხოლო გუშინდელი წარმატებებისთვის ხვალ არავინ აგირჩევს.

ევროპულმა საქართველომ პოლიტიკური სიმწიფის ეს ტესტი ჩააბარა, როცა პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 5 წუთში ქმედითი მხარდაჭერა გამოუცხადა მეორე ტურში გასულ კანდიდატს. ნაციონალურ მოძრაობას ეს ტესტი ჩასაბარებელი აქვს და არ მგონია, რომ თუნდაც მიუღებელი კრიტიკისთვის პასუხად ტალახის სროლა სერიოზული და ადეკვატური იყოს.

უნდა გვესმოდეს, რომ სასწორზე არა ჩვენი კარიერა, არამედ ქვეყნის მომავალი დევს და ამგვარი ტალახის სროლით მხოლოდ ივანიშვილის პარაზიტობას ვუხანგრძლივებთ. ხოლო ამაზე პასუხისმგებლობა და პოლიტიკური სასჯელიც ტალახის მსროლელთ დაეკისრებათ. ამიტომ, მეგობრებო, ვიკამათოთ სახის შენარჩუნებით და წითელი ხაზების დაცვით. ჩათვალეთ რომ ეს პირველი ბარიერია ხანგრძლივ ბრძოლაში, ბარიერი რომლის გადალახვის გარეშე მეორეს, უფრო რთულს, ვერ შევეჭიდებით.

P.S. ვარ თვითკრიტიკული და პირველ რიგში საკუთარ თავს, ჩემს გუნდს, ვეუბნები ამას, თუმცა იმედი მაქვს, ჩვენს დაუძინებელ მეგობრებში ბევრი კარგი გამგონე აღმოჩნდება

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა იმ დისკუსიას ეხმაურება, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მისი თანაგუნდელის, გიგა ბოკერიას, ნათქვამს მოჰყვა, რომ "ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა მოჰყვეს"

კომენტარები