აშშ-საქართველოს ურთიერთობები

National Interest: საქართველო იმსახურებს აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობას

ამერიკულმა ანალიტიკურმა გამოცემამ, National Interest-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით, საქართველო იმსახურებს თავისუფალ ვაჭრობას აშშ-სთან. სტატია Heritage Foundation-ის ერთ-ერთ ვიცე პრეზიდენტს, ჯეიმს კარაფანოსა და მის ასისტენტ, ალექსის მრაჩეკს ეკუთვნის. 

სტატია 2008 წელს საქართველოში განხორცილებული რუსული სამხედრო აგრესიაზე საუბრით იწყება. ავტორების თქმით, სამხედრო აგრესიისა და მცოცავი ოკუპაციის მიუხედავად, გასულ წლებში ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ავტორები საუბრობენ ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ნატოსთან. ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობასაც გულისხმობდა. 

საუბარია, საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობაზე. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს როლზე სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციებში.

"გასულ ათწლეულებში ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და საბჭოთა წარსულის დაძლევის მიმართულებით, საქართველომ შთამბეჭდავი სამუშაო გასწია. 1996 წლიდან დღემდე Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, საქართველოს რეიტინგი 108 პოზიციით გაუმჯობესდა და ამჟამად მეთექვსმეტე ადგილს იკავებს. პოზიციების ესეთი გაუმჯობესება რეკორდულია ინდექსის ისტორიაში. ამ წლებში საქართველო ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების რიცხვს შეურთდა."

როგორც სტატიაშია ნათქვამი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დისკუსია არაერთი წელია მიმდინარეობს. 

"აშშ-ის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი, საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი აქტი იქნებოდა- ეს განსაკუთრებით სასურველი იქნებოდა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. როგორც ცნობილია, წინასაარჩევნო პერიოდთან ერთად იზრდება რუსეთის პროპაგანდაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ დასავლეთი საქართველოს დასაცავად ბევრ არაფერს გააკეთებს. თავისუფალი ვაჭრობის შემოღება საქართველოსთან, რუსული პროპაგანდის ამ "არგუმენტს" საფუძველს გამოაცლიდა".

"საქართველოს მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა და დასავლეთის მიმართ ურყევი მხარდაჭერით ქვეყანამ დაიმსახურა, თავისუფალი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი."

ავტორების თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შემოღება საქართველოსთან კიდევ უფრო გააძლიერებს აშშ-სა და საქართველოს ისედაც მზარდ სავაჭრო პარტნიორობას.

"თუ აშშ-ს სურს გამოხატოს უდრეკი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციისა და დამოუკიდებლობის გზაზე, საჭიროა კონგრესმა, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს კელი დენიანის კანდიდატურა ელჩის პოსტზე. უკვე წელიწადზე მეტია, რაც ვაშინგტონს თბილისში ელჩი არ ჰყავს."

"საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვენა მზადაა უფრო მჭიდრო ალიანსისთვის აშშ-სთან. საქართველომ ასევე დაამტკიცა, რომ ქვეყანას შეუძლია და მზადაა თავისუფალი ვაჭრობისთვის აშშ-სთან. დასაკარგი დრო არ არის.

კომენტარები