უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

შალვა თადუმაძე: მე თავს განვიხილავ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედაც

მე განვიხილავ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, განვიხილავ თავმჯდომარედაც და მიმაჩნია, რომ როგორც გენერალური პროკურორი ვმსახურობ სახელმწიფოს ისე, რომ ჩემ უკან არ არის არცერთი ამბავი, რომ ვინმეს შალვა თადუმაძის სახელით დაურეკეს, რაღაცა ჩამოართვეს, რაღაცა წაართვეს, რაღაცა გადაიფორმეს, ღამის ნოტარიუსები მოიწყო და ა.შ. იმავენაირად ვაპირებ, გავაგრძელო საქმიანობა სასამართლოში და ეს იქნება ის გარანტია, რომელიც 18 წელი მე ჩემი საქმიანობით დავამტკიცე

გენერალური პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ, ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის, კითხვის პასუხად ისაუბრა

კომენტარები