ქართული ოცნება

ვოლსკი ზარდიაშვილზე: მმართველ გუნდში მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, ვანო ზარდიაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა დეპუტატის მანდატი და მმართველ გუნდს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა.

"ზარდიაშვილის მიმართ შავი პიარი მძლავრობდა, შეტევები საკმაოდ ხშირი იყო. ხშირ შემთხვევაში უზნეობასთან სიახლოვეს იყო. ოპონენტების შემოტევაზე გავლენა მოახდინა მისმა ეფექტურმა, საკმაოდ პრიფესიონალურმა მუშაობამ აუდიტის სამსახურის პერიოდში, სადაც კვალიფიციური დასკვნები დაიდო გადაცდომებზე, რომლებიც იმ ხელისუფლებას ახასიათებდა. რაც შეეხება შიდა საპარლამენტო დაპირისპირებებს, სამწუხაროა, მაგრამ პოლიტიკას ახასიათებს გარკვეული კახები, რომლებიც პოლიტიკურ ველზე ეს შეჩვეულ ჭირად იქცა", - ამბობს გია ვოლსკი.

ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გაავრცელა. განცხადებაში ზარდიაშვილი წერს, რომ მას არ სურს იყოს "პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების, თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნასა და პოზიტიური პროცესების დაზიანებას" მასზე "შეტევით ცდილობენ". 

26 სექტემბერს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია და ვანო ზარდიაშვილს ხელით შეეხო.

კომენტარები