პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
Getty Images

დღეს, 6 ოქტომბერს, თბილისის გერმანიის ფედერაციული რესპუბიკის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვია. გერმანიის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა. 

ზალკალიანის თქმით, შტაინმაიერის ვიზიტი თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში ხვალ გაიმართება, სადაც შედგება შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შტაინმაიერი გამართავს შეხვედრას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთაან. 

შტაინმაიერი საქართველოში, კიევიდან ჩამოვიდა. წინა დღეებში უკრაინულმა მხარემ შეათანხმა ე.წ. შტიანმაიერის ფორმულა. შტაინმაიერის გეგმა, დონბასისთვის სპეციალურ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. 

 

კომენტარები