პარლამენტი

TV პირველი: უახლოეს დღეებში ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს დატოვებს

http://kvira.ge

TV პირველის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქართული ოცნების წევრი, ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს დატოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ გადაცემა დღის ამბებში გავრცელდა. 

პირველი ესაუბრა ვანო ზარდიაშვილსაც. მანდატის დატოვებაზე დასმულ კითხვაზე ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. "არა, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, ამ ეტაპზე არაფერი მაგდაგვარი გადაწყვეტილება არ მიმიღია, დაველოდოთ დროს და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს",— განაცხადა ზარდიაშვილმა TV პირველთან საუბარში.

2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, დეპუტატი ქართული ოცნების წევრია.  

 

კომენტარები