ილია ჯიშკარიანი

ბექა დავითულიანი ჯიშკარიანზე: ამ მდგომარეობით, მანდატის გაუქმებაზე საუბარი არასწორია

თბილისის საკრებულო

საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, საკრებულოში ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში გადაიყავენს გულის შეტევის გამო.

"სანამ გამოძიებას არ ექნება მტკიცებულებები, მანამდე ყოველგვარ წინასწარ შეფასებას
ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. ის ადამიანი, ვის მიმართაც ბრალია გაჟღერებული
საავადმყოფოში გულის შეტევით არის მოთავსებული. ამიტომ, უნდა დაველოდოთ
გამოძიების შედეგებს და თავი შევიკავოთ წინასწარი განცხადებებისგან. შემიძლია
გითხრათ, რომ ბრალდება ძალიან მძიმეა. ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაული
ჩვენთვის სენსიტიური საკითხია, რომელზეც შემწყნარებლური დამოკიდებულება არ
გვექნება. მთავარია, გამოძიებამ გასცეს პასუხი შეკითხვას - ჩადენილია თუ არა
საერთოდ დანაშაული“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მან, ასევე ილია ჯიშკარიანისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევაზე ისაუბრა.

"საკრებულო, როგორც თვითმმართველი ორგანო, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს
გამოძიებაზე. შესაბამისად, მანდატის გაუქმებაზე საუბარი დღეის მდგომარეობით
არასწორია. მოგეხსენებათ 2 წლის წინ ჩვენი კოლეგა დააკავეს, რომელიც დღემდე
პატიმრობაშია და უზენაესი სასამართლოს განაჩენს ელოდება. მინდა გითხრათ, მას
მანდატი ამ დრომდე არ გაუქმებია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პირველი
ინსტანციის განაჩენი. ამის სამართლებრივი ვალდებულება და საფუძველი არ
გაგვაჩნია", - თქვა ბექა დავითულიანმა.

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანამშრომელმა ქალმა თამთა თოდაძემ სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თოდაძემ მთავარ არხთან ისაუბრა. 

ჯიშკარიანის თანაშემწე ყვება, რომ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ოფისში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. როგორც ქალი ყვება, უარის მიღების შემდეგ, ჯიშკარიანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მობილური ტელეფონი დაუფშვნა. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: მუხლი 126 - ძალადობა; მუხლი 138 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება; მუხლი 187 - ნივთის დაზიანება ან განადგურება.

თავად ჯიშკარიანი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს და ტვ პირველთან საუბრისას თქვა,

კომენტარები