ბარაკ და მიშელ ობამები

ბარაკ და მიშელ ობამები ქორწინების 27 წლის იუბილეს Twitter-ზე გამოეხმაურნენ

Twitter/ Michelle Obama

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიშელ ობამასთან ქორწინების 27 წლის იუბილეს Twitter-ზე გამოეხმაურა. 

ობამამ The Beatles-ის სიმღერიდან Getting Better ნაწყვეტი დააციტირა:

"როგორც Beatles-მა თქვა: ყოველდღიურად უუკეთესი ხდება. მადლობა, საყვარელო, 27 საოცარი წლისთვის". 

ობამას ტვიტს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედიც გამოეხმაურა:

"27 წლის წინ ეს ბიჭი თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას დამპირდა. ვიტყოდი, რომ მან ეს დაპირება შეასრულა".

კომენტარები