ირმა ინაშვილი

Le Figaro: ინაშვილი ბაბა იაგასავით შემოიჭრა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე

ტაბულა

ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნდა წერილი სათაურით "საქართველო სუსტდება ევროპა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებით".

სტატიის ავტორი, იზაბელ ლასერი სექტემბერში თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ პრორუსული პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ბაბა იაგას ჰგავდა, როცა დისკუსიის ჩაშლა სცადა.

"ბაბა იაგას ჰგავს, რუსული თქმულებების პერსონაჟს, რომელიც ბავშვებს აშინებს. მთლიანად შავებში ჩაცმული, აალებული თვალებით, მჭახე ხმით, ირმა ინაშვილი რაკეტასავით შეიჭრა სექტემბრის შუაში მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე." - წერს ფრანგი ჟურნალისტი.

"ბოყინით, მიწოლით, უხეში ბიძგებით, რამდენიმე თანაშემწის თანხლებით პატრიოტთა ალიანსიდან, ქართული პრორუსული პარტიიდან, მას სურდა რუსეთთან დაკავშირებით გამართული მრგვალი მაგიდის ჩაშლა," - ნათქვამია წერილში.

სტატიის ავტორის თქმით, ინციდენტი, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და თითქმის ხელჩართულ დაპირისპირებამდე მივიდა, მრავლისმთქმელია ქვეყნის პოლიტიკურ კლიმატზე.

10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მას ჰქონდა უფლება, ღონისძიებას დასწრებოდა და მის მიმართ გამოთქმული ბრალდებებისთვის ეპასუხა. აუზრაურის გამოწვევის შემდეგ, ირმა ინაშვილმა შეკითხვა დასვა პანელზე, რომელშიც კურტ ვოლკერი, დენიელ ფრიდი და ლიტველი პარლამენტარი, ზიგიმინტას პავილიონისი მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები