ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი ობიექტივზე გადაცემას წაიყვანს

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ტელეკომპანია ობიექტივზე გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ინაშვილის საკუთარ Facebook გვერდზე წერს. 

"14 აპრილიდან შევხვდებით ობიექტივის ეთერში! ყოველ ორშაბათს და პარასკევს, 22 საათსა და 30 წუთიდან ეთერში იქნება სტუდია #8, ირმა ინაშვილთან ერთად!!!" – წერს ინაშვილი. 

"მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ". – თქვა ირმა ინაშვილმა 3 მარტს. 

პატრიოტთა ალიანსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დეპუტატებმა, მათ შორის ირმა ინაშვილმა, საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით გასული 4 დეპუტატი შევიდა, რომლებმაც პარტია ევროპელი სოციალისტები დააარსეს. 

კომენტარები