ირმა ინაშვილი

ინაშვილი: მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ

ოპოზიციას არ ჰყავს მხარდამჭერები. სადაა ეს ხალხი? თბილისიდან მაინც რატომ არ გამოდის? არ ჰყავთ და იმიტომ და ეს მითიური მხარდამჭერები, ავატარები ქართულმა ოცნებამ შეუქმნა მათ. ასე გააყალბეს არჩევნები ჩვენს საწინააღმდეგოდ. იცით, რატომ? ქართული ოცნება ჰპირდებოდა სააკაშვილის პარტიასა და სხვებს რომ, აი, ამათ გავწევ, გავანადგურებ და სამაგიეროდ თქვენ იქნებით პარლამენტშიო. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ერთმანეთი! ერთმანეთის ღირსია ეს ორი პოლიტიკური მინდორი და დაჯგუფება. მე მინდა, ხალხი დაფიქრდეს ამაზე, თორემ მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა, არც ეს არის პრობლემა!

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ტვ. პირველის ეთერში 

კომენტარები