ცნობილი ადამიანები

კაილი ჯენერი: ჩემი და ტრევის სკოტის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი შვილი და მეგობრობაა

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი

კაილი ჯენერი, მისი და ტრევის სკოტის დაშორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

გუშინ, გამოცემა TMZ-იმ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი დაშორნდნენ.

გარდა ამისა, ოთხშაბათს ინტერნეტში სურათი გავრცელდა, სადაც კაილი ჯენერი თავის მეგობრებთან ერთად იმ სტუდიაშია, რომელსაც მისი ყოფილი შეყვარებული, რეპერი Tyga იყენებდა. ამის გამო მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაილი ჯენერმა Tyga-სთან ურთიერთობა აღადგინა.

"ინტერნეტი ყველაფერს 100-ჯერ უფრო მეტად დრამატულად აჩვენებს, ვიდრე არის. არ ყოფილა არანაირი "შეხვედრა Tyga-სთან ღამის ორ საათზე", - წერს კაილი ჯენერი.

ამის გარდა, მან დაწერა, რომ მისი და ტრევის სკოტის მთავარი პრიორიტეტი მათი მეგობრობა და ქალიშვილი სტორმია.

"მე და ტრევისი შესანიშნავად ვართ და ჩვენი ყურადღება მიპყრობილია სტორმისკენ. ჩვენი მეგობრობა და ქალიშვილი ჩვენი პრიორიტეტია", - წერს კაილი ჯენერი.

წყვილი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდა. ისინი პირველად ერთად ქოაჩელას ფესტივალზე შენიშნეს. მათ ერთი საერთო ქალიშვილი, სტორმი ყავთ, რომელიც კაილი ჯენერმა 2018 წლის თებერვალში გააჩინა.

კომენტარები