ცქიტიშვილი ხაზარაძეზე: ვინც ასე აზროვნებს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ იქნება

სამარცხვინოა პოლიტიკოსისგან ესეთი განცხადებები. მით უმეტეს როცა ასე იწყებს კარიერას მისი პოლიტიკური კარიერა ამითივე უნდა დასრულდეს. იმიტომ რომ ეს არ არის ადამიანი რომელმაც შეიძლება თანამედროვე პოლიტიკაში რამე პოზიტიური სიტყვა თქვას. მას ასე სჯერა რომ ქალი შეიძლება მარტო ხაჭაპურს აცხობდეს და სხვა არაფერი. მაშინ როდესაც ქალი შეიძლება იყოს კომპეტენტური, ძლიერი, შეეძლოს ოპონირება გაუწიოს და მან ამაში რომ ვერ აჯობა, ეს ფორმა ნახა. ეს წარსულია, არ არის თანამედროვე პოლიტიკის მახასიათებელი. ვინც ასე აზროვნებს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ იქნება. 

უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის კომენტარს ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ "მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ."

კომენტარები