დიახ, არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების საქართველოში, რომელიც დასცინის ყველაფერ ქართულს, აბაიბურებს და რაღაცა ასე "სვეცკურად" ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც სჯერა თავისი ტრადიციების და თავისი მრწამსის. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს, მეგობრებო, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ხელში უგდებს ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და სხვა პირდაპირ აგენტებს, საქართველოს მტრებს. იმიტომ, რომ არაფერ კავშირში არ არის რუსეთის აგენტები და ჩვენი ფასეულობები და ჩვენი ღირებულებები.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: პოლიტიკოსების ჯგუფი "სვეცკურად" ზემოდან უყურებს ხალხს, პუტინის საქმეს აკეთებს
tbl.ge/42az
დაკოპირდა

თქვა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის გულისხმობს "პოლიტიკოსთა ჯგუფში", თუმცა, 30 სექტემბერს, მთავარ არხთან ინტერვიუში ევროპული საქართველოს ლიდერი და ყოფილი თანაგუნდელი გიგა ბოკერია "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" გამოაცხადა და თქვა, რომ მისგან განსხვავებით, თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარიც უკეთია
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




