ლარის კურსი

გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ ეროვნულ ბანკთან ერთად ლარის კურსის დასაცავად

საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბოლო დღეებში ლარის კურსის გაუფასურებას გამოეხმაურა. გახარიას თქმით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ყველაფერს გააკეთებს ლარის კურსის დასაცავად.

"ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით, რომ დავიცვათ როგორც ლარის კურსი, ასევე ფასების სტაბილურობა, რამეთუ გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს განხორციელდება სრული კოორდინაცით მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის.",— განაცხადა პრემიერმა.

გახარია გამოეხმაურა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნის შემცირების შესახებ. "ის, რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, ის ნაბიჯები, რაც გადადგა - უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებისთვის - ჩვენი მთავრობა ამ ნაბიჯს სრულად მიესალმება და მხარს უჭერს."

გიორგი გახარია დღეს ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იყო.

კომენტარები