განახლებული ლარი

დღეიდან მიმოქცევაში 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა

საქართველოს ეროვნული ბანკი

დღეიდან, 1-ლი ოქტომბრიდან, მიმოქცევაში ახალი 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება. 

ბანკნოტის წინა მხარეს აკაკი წერეთლის პორტრეტი და მისი ლექსიდან, "გაზაფხული", ნაწყვეტია გამოსახული. ასევე, წინა მხარეს აყვავებული რტო და მერცხალია დატანილი. უკანა მხარეს დავით კაკაბაძის კომპოზიცია, "იმერეთი, დედაჩემი", არის გამოსახული. ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.   

ლარის განახლების პროცესი დასრულდა. განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება 2016 წლის 1 თებერვლიდან, 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებით დაიწყო. 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები გაუშვეს მიმოქცევაში. 2017 წლის 1 სექტემბერს კი 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები. 

კომენტარები