ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

წიკლაური: სააკაშვილის დაბრუნება ქართველების მთავარი ნაციონალური მიზანი და ამოცანაა

[სერგეი] ლავროვის მიერ [მიხეილ] სააკაშვილის ხსენება ანტირუსული ფრონტის მთავარ მეამბოხედ ნიშნავს ერთადერთს: ოკუპანტი ყველაფერს გააკეთებს ქართულ პოლიტიკაში მისი დაბრუნების დასაბლოკად.

ეს განცხადება ჩემთვისაც ნიშნავს ერთადერთს: სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში არის ჩვენი, ქართველების მთავარი ნაციონალური მიზანი და ამოცანა.

სხვა განვითარება არის საბედისწერო შეცდომა და ოკუპანტის სურვილის შესრულება, რისი შენიღბვა არავის გამოუვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური ამ პოსტს Facebook-ზე აქვეყნებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა, რომ "მე მას ავუხსენი, რომ ჩვენ არასდროს ვეძებთ საქართველოსთან უთანხმოების ხელოვნურ მიზეზს, თუ საქართველოს მთავრობა შეძლებს საპასუხო პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით და არ მიაქცევენ ყურადღებას რუსოფობებს, რომლებიც ახლა იქ კვლავ ცდილობენ, ჩემი აზრით, თბილისის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში წინა პრეზიდენტი წამოწიონ. მაშინ მე პირადად აღვადგენდი საჰაერო მიმოსვლას".

კომენტარები