მძლეოსნობა

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარა

ლაშა ტალახაძე
Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია / Facebook

ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.  

ტალახაძემ სამივე ცდა გამოიყენა- ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა მესამე ცდაზე 220 კილოგრამიც ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 

ჩემპიონატზე მეორე ადგილი სომეხმა გორ მინასიანმა დაიკავა, მან 212 კილოგრამი ასწია.  

ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია. 18 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ საკუთარი რეკორდი მოხსნა და 219 კილოგრამი დააფიქსირა.

კომენტარები