მძლეოსნობა

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე დამყარებული თავისივე რეკორდი მოხსნა

ლაშა ტალახაძე
Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია / Facebook

მსოფლიო ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ, თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატზე ტალახაძემ პირველ მოძრაობაში 219 კგ დააფიქსირა, რაც მის მიერ წინაზე დაფიქსირებულ რეკორდზე 1 კილოგრამით მეტია. 

აღსანიშნავია, რომ მისი რეკორდი ოფიციალური მას შემდეგ გახდება, რაც ტალახაძე ახალ წონას კონტინენტურ ტურნირზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ან ოლიმპიურ თამაშებზე დააფიქსირებს. 

წინა რეკორდი ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე 13 აპრილს დაამყარა. 

კომენტარები