მძლეოსნობა

უსაინ ბოლტმა ოსლოში 200 მეტრი 19.79 წამში დაფარა

უსაინ ბოლტი
wikipedia.org

ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა ოსლოში, ბრილიანტის ლიგის 200-მეტრიან გარბენში გაიმარჯვა. იამაიკელმა საუკეთესო დრო - 19.79 წამი აჩვენა.

მსოფლიო რეკორდის ავტორი, წინა კვირას, ყველასათვის გასაკვირად, 100 მეტრზე გარბენში ამერიკელმა ჯასტინ გატლინმა დაამარცხა, თუმცა ოსლოში ბოლტი უკონკურენტო იყო.

მიმდინარე სეზონში, იამაიკელს ასპარეზობაში ხელი ხშირმა ტრავმებმა შეუშალა. კვირის დასაწყისში სპორტსმენმა განაცხადა, რომ ნორვეგიაში 20 წამზე ქვემოთ შედეგის დაფიქსირებას გეგმავდა და ასეც მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლტის მთავარი კონკურენტი, ევროპის ჩემპიონი, ჰოლანდიელი ჩურანდი მარტინა, ფალშ სტარტის გამო შეჯიბრებიდან მოიხსნა.

კომენტარები