უზენაეს სასამართლოში დასანიში მოსამართლეები

ვოლსკი ივანიშვილი-ბესელიას შეხვედრაზე: ასეთი გარიგებები არ ახასიათებს ბიძინა ივანიშვილს

ასეთი პოლიტიკური გარიგებები არ ახასიათებს არც ბიძინა ივანიშვილს და, ზოგადად, არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ისეთი სურვილი, რომ რაღაც შეხვედრა ჩაატაროს, რომელიც ხვალ თქვენი შეკითხვის საგანი გახდება. გარდა ამისა, არ არის ეს პათოსი და ხელწერა ქართული ოცნებისა და მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის, რომ რაღაც გარიგებებზე ჰქონდეს საუბარი, მით უმეტეს, ქალბატონ ეკასთან.

ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელიას მიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ბესელიას თქმით, შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას სთხოვა, მხარი დაეჭირა ჩინჩალაძის კანდიდატურისთვის.

კომენტარები