დაპირისპირება პარლამენტში

ზარდიაშვილი: ბესელიას 17 მძღოლი ჰყავს გამოცვლილი და მათაც შეხებია ფიზიკურად

http://kvira.ge

ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ყოფილ თანაგუნდელ ეკა ბესელიას "ემოციურად გაუწონასწორებელს" უწოდებს მას შემდეგ, რაც ბესელია მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ფიზიკურად დაუპირისპირდა. 

ამის შესახებ ზარდიაშვილმა ტვ მაესტროს ეთერში ისაუბრა. 

"ეს ძალადობა პირველი არ არის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ეს იცის ბევრმა ადამიანმა, მას ჰყავს 17 მძღოლი გამოცვლილი და მათ შორის მათაც, მე როგორც ვიცი, შეხებია ფიზიკურად და, შესაბამისად, ეს ჩემთვის ახალი არ იყო, უბრალოდ, საზოგადოებამ ნახა ნიღბის გარეშე ეკა ბესელია,"- ამბობს ზარდიაშვილი. 

ქართული ოცნებიდან გასულ დეპუტატ ეკა ბესელიასა და ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

"რა ბესელიას მორალი, აბა, რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი, რაშია საქმე, რომელი ბესელიას მორალი" - დამოუკიდებელი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის სკამთან მივიდა და მას ფიზიკურად შეეხო. ამის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ მანდატურებს ეკა ბესელიას დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა და დეპუტატს წესრიგის დაცვისა და "ღირსეული ქცევისკენ" მოუწოდა.

კომენტარები