დაპირისპირება პარლამენტში

ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალი" ახსენა, ბესელიამ მას დაარტყა (ვიდეო)

მთავარი არხი

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

"რა ბესელიას მორალი, აბა, რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი, რაშია საქმე, რომელი ბესელიას მორალი" - დამოუკიდებელი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის სკამთან მივიდა და მას ფიზიკურად შეეხო. ამის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ მანდატურებს ეკა ბესელიას დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა და დეპუტატს წესრიგის დაცვისა და "ღირსეული ქცევისკენ" მოუწოდა.

"აქედან გამასწარი, გაბედეთ აბა და დამატოვებინეთ. შე ნაძირალა, თქვენ ტავზე ნუ გაგივიდათ, შე ადეიშვილის ხელის ბიჭო, ნარკოტესტის გამო რომ გამოგაბუნძულეს" - მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.

დაპირისპირების გამო კომიტეტის თავმჯდომარემ ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.

კომენტარები