გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

ხაზარაძე: თუ არ გვეყოლება ევროპული სტანდარტის მოსამართლეები, ასეთებს ჩამოვიყვანთ

youtube.com EY Global

"ჩვენი ქვეყნის განვითარება სასამართლო, გამჭირვალე ევროპული სტანდარტის სისტემის დაფუძნებაა და თუ არ გვეყოლება ჩვენ ასეთი მოსამართლეები დროებით ჩამოვიყვანთ ასეთ მოსამართლეებს", - ასე შეაფასა მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრიფინგზე საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცედურა.

ხაზარაძის თქმით, ფარსია ის პროცედურა, რაც ახლა პარლამენტში მიმდინარებს. მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლებიდან ეს სასამართლო სისტემა გადაიბარა დღევანდლმა ხელისუფლებამ.

"ამ ფარსს ჰქვია სასამართლო სისტემის ე.წ. გათეთრება, რომელიც ყოველთვის იყო საბჭოთა სისტემა, გადადიოდა ხელიდან ხელში. მთელი პასუხისმგებლობბით ვამბობ, რომ არანაირი ეკონომიკა, არანაირი მომავალი, ინოვაცია, ემიგრანტების უკან დაბრუნებას არ ექნება ადგილი თუ სასამართლო სისტემა არ იქნება გამჭირვალე. ეს არის ილუზია, ფარსი, არალეგიტიმური პროცესი და ვინც ამაში მონაწილეობს, ყველა ამ არალეგიტიმური პროცესის მონაწილეა. ჩვენ ამ პროცესს შევცვლით და ამ მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებიან არა სამართალს, არამედ ემსახურებიან ხელისუფლებას, გავუშვებთ სახლში", - თქვა ხაზარაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა ორშაბათს, 23 სექტემბერს, დაიწყო. ამ დრომდე პარლმენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 3 მოსამართეობის კანდიდატს მოუსმინა, დღეს, 26 სექტემბერს, კი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად მირანდა ერემაძეს უსმენს.

საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ სათითაოდ უყრის კენჭს და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს.

კომენტარები