ნარკოდანაშაული

შემოსავლების სამსახური: ბათუმის აეროპორტში 16 კილოგრამი მარიხუანა აღმოვაჩინეთ

შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

უწყებაში ამბობენ, რომ 16.35 კგ მარიხუანა სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მოქალაქის მ.ლ.ჰ.-ს კუთვნილი ხელბარგის რენტგენო სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა.

მათივე ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 10 სექტემბერს გადმოკვეთა, ხოლო ბარგი ერთი დღის დაგვიანებით, 11 სექტემბერს მიიღო.

"რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა", - აღნიშნავენ უწყებაში.

ამავე საკითხზე დღეს ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები