გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

ალანია: ქორწინების ქალის და კაცის ერთობად განსაზღვრა სტანდარტებს არ ეწინააღმდეგება

თამარ ალანია
პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, თამარ ალანია მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების შეცვლა და ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით გაკეთებული ჩანაწერი საერთაშორისო სტანდარტებს არ ეწინააღმდეგება. 

2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებებით შეიცვალა ქორწინების განსაზღვრება - ამიერიდან ქორწინება არა მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარება, არამედ ის არის "ქალის და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით"

ეს მან ფრაქციის "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა" დეპუტატის, პაატა მხეიძის კითხვის პასუხად თქვა: 

პაატა მხეიძე: გადავალ შეკითხვებზე, ეს ეხება თქვენ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს დისკრეიტაციის ..... დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთასთან დაკავშირებით თქვენ მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე გაჟღერებულ თემაზე. თქვენ მიიჩნევთ, რომ "ეთნაირსექსიანი ადამიანი თანაცხოვრობენ, არსებობენ და ამას წინ ვერ აღვუდგებით. შვილად აყვანის თემასაც შეეხეთ და თქვით, რომ პრობლემურია და ვერ შევზღუდავთ და ა.შ. ყურადღება გაამახვილეთ ოჯახის განმარტების საერთაშორისო სტანდარტებზე და თქვით, რომ საერთაშორისო სტანდარტებით, ოჯახი განიმარტება როგორც ჰეტეროსექსუალების, ისე ჰომოსექსუალების კავშირი, მარტოხელა მშობელი და ა.შ 

მაინტერესებს თქვენი, როგორც მოსამართლის მოსაზრება კონსტიტუციის 30-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრავს, რომ მამაკაცის და ქალის ერთობა, ეს არის ოჯახი და თქვენ როგორ თვლით, ეს საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება? 

თამარ ალანია: მადლობა შეკითხვისთვის, საინტერესო საკითხია. საერთაშორისო სტანდარტი ამაზე კონსენსუსს არ იცნობს. შესაბამისად, ის კომენტარი, რომელიც გერმანელმა ექსპერტმა ჩვენს კონსტიტუციასთან მიმართებაში გააკეთა, აღნიშნა, რომ ის შეესაბამება ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-12 მუხლს, რომელიც სწორედ ქალის და კაცის ქორწინებას გულისხმობს. უბრალოდ, მე ოჯახის ტერმინის განმარტებაზე ვთქვი იმ კუთხით, რომ ოჯახის თაობაზე საერთაშორისო, იგივე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ყოფილა დავები ერთნაირსექსიანთან მიმართებაში, სექსის შეცვლასთან მიმართებაში, ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში ასეთი ტიპის პირებთან მიმართ არ არის ერთგვაროვანი, ანუ კონსენსუსი არ არის ჩამოყალიბებული. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად ეს ჩანაწერი ნამდვილად არ მოდის ამ საერთაშორისო სტანდარტთან წინააღმდეგობაში. 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლში ვკითხულობთ: 

"ქორწინების უფლება

საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, ეროვნული კანონის შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებს ამ უფლების განხორციელებას". 

კომენტარები