"ცოტა უფრო დეტალურად გვესაუბროთ თქვენს ძლიერ მხარეებზე," - ვანო ზარდიაშვილის კითხვა ალანიას

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზანესი სასამართლოს მომასართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას უსმენენ. უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები მას კითხვებს უსვამენ. ქართული ოცნების წევრი ვანო ზარდიაშვილი დაინტერესდა და კანდიდატს სთხოვა მისი ძლიერი მხარეები ჩამოთვალოს, რის გამოც მას დეპუტატებმა მხარი უნდა დაუჭირონ. 

ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში მოსმენა და მათთვის კითხვების დასმა უპრეცედენტო ფაქტია. 

"პირველი კითხვაა, სასამართლო სად იყო სად არის და საითკენ მიდის, ამის შეფასება რომ გააკეთოთ, როგორც სამართლებრივი ასევე დამოუკიდებლობის და ინფრასტრუქტურის კუთხით. საქმეთა სიმრავლესთან დაკავშირებით თქვენი ხედვა როგორია, ასევე აბორტთან დაკავშირებით, რომ განმარტოთ თქვენი შეფასება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ მინდა გკითხოთ, მინდა ცოტა უფრო დეტალურად გვესაუბროთ თქვენს ძლიერ მხარეებზე, რატომ იმსახურებთ თქვენ უზენაესში მოასმართლეობას, თქვენი ძლიერი მხარეები რა არის, თავისთავად სუსტ მხარეებს არ გკითხავთ," - ასე გამოიყურება ზარდიაშვილის მიერ მოსამართლეობის კანდიდატისათვის დასმული კითხვები. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს, 23 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატის მოსმენა დაიწყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.

კომენტარები