უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ნაცვლიშვილი: დაგეგმილია მმართველი პარტიის მხრიდან სასამართლო სისტემის მიტაცების ბოლო ეტაპი

თუ პარლამენტი მოსამართლეების ამ სიიდან ერთ ადამიანს მაინც დაუჭერს მხარს, ეს იქნება დადასტურება იმ გარიგების, რომელიც წლების წინ შედგა, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს მიტაცებული. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ახლა არის დაგეგმილი ბოლო ეტაპი, სასამართლო სისტემის მმართველი პარტიის მხრიდან მიტაცების და თუ პარლამენტი ერთ კანდიდატს მაინც გაიყვანს ამ არალეგიტიმური პროცესიდან, ამ არალეგიტიმური შეთანხმებიდან შერჩეულს, ის იქნება თანამონაწილე ამ მიტაცების პროცესის. 

ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" სპიკერმა, ანა ნაცვლიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გაიმართულ ბრიფინგზე თქვა.

კომენტარები