საფრანგეთი

საფრანგეთის ქალაქ არმანტერში, სახლის სახურავზე შავი პანტერა იპოვეს [ფოტოები]

THE SUN

საფრანგეთში, ქალაქ არმანტერში, ერთ-ერთი სახლის სახურავზე შავი პანტერა იპოვეს.

BBC-ის ინფორმაციით, პანტერას დანახვის შემდეგ, მოსახლეობამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ტერიტორია გადაკეტეს. პანტერას ფოტოები და ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

მედიის ცნობით, ადგილზე ვეტერინარიც მივიდა. ცხოველი დააძინეს და ისე ჩამოიყვანეს სახურავიდან. ის 5-6 თვისაა და 20 კილოგრამს იწონის. 

შავი პანტერა ცხოველთა დაცვის ასოციაციას გადასცეს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ის ერთ-ერთ მცხოვრებს მოშინაურებული ჰყავდა და შესაბამისად, აგრესიული არ არის. პოლიციელები მას ეძებენ. ამ ადამიანთან კითხვები ცხოველთა დამცველებსაც აქვთ. მათ აინტერესებთ, თუ რა პირობებში გაიზარდა პანტერა. 

ცხოველი ახლა თავს კარგად გრძნობს და მას სავარაუდოდ, ზოოპარკს გადასცემენ.

კომენტარები