ტურიზმი

აგვისტოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2.3%-ით გაიზარდა

ბათუმი
georgia.travel

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2019 წლის აგვისტოში 1 358 598 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც გასულ წელთან შედარებით 4.9%-ით მეტია.

ტურისტული ვიზიტები კი 753 648-მდე, შესაბამისად, 2.3%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით.

საერთაშორისო ვიზიტების ზრდა დიდია ევროკავშირის ქვეყნებიდან (ნიდერლანდები - 43.7%-ით მეტი, გაერთიანებული სამეფო - 32.5%-ით მეტი, პოლონეთი - 31.6%-ით მეტი).

ზრდა განსაკუთრებით დიდი იყო უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან, შესაბამისად, 87.2% და 63.3%.

ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა აზერბაიჯანიდან (226 133 ვიზიტი). მეორე ადგილზეა რუსეთი (207 899 ვიზიტი), მესამეზე კი სომხეთი (191,817 ვიზიტი).

წინა წელთან შედარებით, რუსეთიდან 17%-ით ნაკლები ვიზიტი შედგა.

კომენტარები