ანაკლიის პორტის პროექტი

ცქიტიშვილი: როგორც ჩანს, ანაკლიის პროექტის ბედი ხაზარაძეზე მეტად მადარდებს

მაია ცქიტიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. წინა დღეებში ხაზარაძემ განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლებისა და მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე, ცქიტიშვილმა უარი უთხრა კომპანიას პროექტში ინვესტირებაზე და განუცხადა, რომ სახელმწიფოს მათნაირი ინვესტორები არ ჭირდება.

მაია ცქიტიშვილი ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

"კონსორციუმს აქვს წარმოდგენილი, განაცხადი კონტი ჯგუფის ნაცვლად Meridian Capital Limited-ის შემოსავლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დაწესებული ვადა რომლის ფარგლებშიც უნდა მოვახდინოთ ამ ინვესტორის ფინანსურის მდგომარეობის, რეპუტაციისა და სხვა ფაქტორების შესწავლა."

მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით იგი ბევრად მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ვიდრე ხაზარაძე.

"ნამდვილად არ მინდა შევყვე ამ პოლიმეკიას ძალინ სამწუხაროს მამუკა ხაზარაძის მხრიდან. ვინაიდან მე ვგრძნობ, რომ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით ზოგადად და როგორც ჩანს ამ პროექტის ბედიც უფრო მადარდებს."

16 სექტემბერს ტაბულას სამინისტროში დაუდასტურეს კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფაქტი. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, პოტენციურ ინვესტორთან დაკავშირებით ჯერჯერობთ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და სამინისტროს ამისთვის 28 დღიანი ვადა აქვს.

კომენტარები